წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბადმინტონში მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონები გახდნენ
08-11-2018
წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში ბადმინტონის სახეობაში წარმატებით იასპარეზეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩემპიონები გახდნენ.
ჩემპიონები არიან - შალვა სოხაშვილი, ნიკა ირემაშვილი, საბა გედევანიშვილი, ზურაბ მაისურაძე. სპორტს სკოლის აღსაზრდელებს ზურაბ მიქაია ასწავლის.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მცხეთაში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს წეროვნის N1 და ძეგვის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ. შეხვედრა წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამარჯვებით დასრულდა.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს