კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები მეტალის წარმოების პროცესს გაეცნენ
08-11-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ორნატის“ IX-XI კლასის მოსწავლეები, პედაგოგ გვანცა გელაშვილის ხელმძღვანელობით, მეტალურგიულ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ იმყოფებოდნენ. მოსწავლეები ქარხანაში მეტალის წარმოების პროცესს გაეცნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი გაკვეთილი ქიმიაში მეტალების შესწავლასთან დაკავშირებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცებას. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის