ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების 181-ე წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გამართეს
08-11-2018
ყვარლის, ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 181-ე წლისთავის აღსანიშნავად 2ა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თეა ცაგარელის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა „კაცია-ადამიანის“ პერსონაჟების როლები მოირგეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
ღონისძიების ბოლოს მეორეკლასელები სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს გაეცნენ და მისი ნაწარმოების პერსონაჟების ნახატები დაათვალიერეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის