მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
07-11-2018
აბაშის, დანიელ თოფურიას სახელობის მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს.
მოსწავლეებმა შემოდგომის კუთხე მოაწყეს, შემოდგომის ნობათი გამოფინეს, მინი სპექტაკლი დადგეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ასევე ინგლისურ ენაზე ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და რესურსცენტის ხელმძღვანელი, განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების გამგე, მშობლები და მოსწავლეები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს