თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები კულინარიის ხელოვნებას ეუფლებიან
07-11-2018
თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები მეორე წელია პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში არიან ჩართული. სკოლას პროფესიულ კოლეჯ „იკაროსთან” მემორანდუმი აქვს გაფორმებული.
სკოლაში კულინარიის კურსს კოლეჯის ლექტორები უძღვებიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი მონდომებით და წარმატებით ეუფლებიან კულინარიის ხელოვნებას. ერთ-ერთ ბოლო გაკვეთილზე მოსწავლეებმა ტორტის გამოცხობა ისწავლეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის