სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგობრებს წერილები მისწერეს
07-11-2018
„რჩევა მეგობრებს“ - ასეთი სათაურის წერილები მისწერეს სავანეთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა XI კლასელებს. 

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი მთვარისა ლეთოდიანი.

სკოლაში და თემში საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნაადრევი ქორწინების საკითხი. 

„XII კლასის მოსწავლეები წერილში ურჩევდნენ მეგობრებს არ გათხოვდნენ ნაადრევად, ისწავლონ კარგად, მიიღონ საშუალო განათლება, ჩააბარონ უმაღლესში. მოსწავლეები გულწრფელები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. მათ, როგორც სამოქალაქო თაობას, არ მოსწონთ თემში გაბატონებული სტიგმატიზირებული მიდგომები და ცდილობენ დაამსხვრიონ სტერეოტიპული შეხედულებები სხვადასხვა აქტივობებით, როგორიცაა: მშვიდობიანი აქცია, საპროტესტო მიმართვები, წერილები და ა.შ.“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203