ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები ტარდება
07-11-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი გაკვეთილები თუ ჯგუფური შეხვედრები ტარდება.
ინგლისურ ენაში პედაგოგმა, რაულ თავართქილაძემ და მოხალისე მასწავლებელმა, ჯოშმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას მონდომებით სწავლობენ.
მხატვრული კითხვის წრის პირველმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა (ხელმძღვანელი: ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა ძირკვაძე). მოსწავლეებმა პირველ შეხვედრაზე გაიგეს წრის მიზნები და მომავალი შეხვედრისათვის დაგეგმეს და გაინაწილეს დავალებები.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის