ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი მოაწყეს
06-11-2018
წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრი მოაწყეს. მე-10 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლის - „კოკროჭინა“ პრემიერა წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, იდეა სკოლის თვითმმართველობის წევრს გიორგი ხაჭაპურიძეს ეკუთვნის. რეჟისორი, სცენარის ავტორი და თოჯინების შემქმნელი ალექსანდრე თევდორაძეა.
„მოსწავლეებმა დეკლამაციის და არტისტული უნარები გამოავლინეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის