კონტუათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა წულაიამ „ეტალონის“ პირველ ტურში ცოდნა წარმოაჩინა
06-11-2018
ხონის, კონტუათის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ და ცოდნა წარმოაჩინეს. მე-8 კლასის მოსწავლე ლიკა წულაიამ ტესტირებაში 95 ქულა დააგროვა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის