მლაშეს საჯარო სკოლამ საშემოდგომო ღონისძიებას უმასპინძლა
05-11-2018

მლაშეს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება, სახელწოდებით - "ოქროსფერი, ბარაქიანი შემოდგომა" გაიმართა.

ღონისძიების მთავარ მიზანს, სადაც მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და გარკვეული ცოდნის მიღება წარმოადგენდა. მოსწავლეებმა შეიტყვეს რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო თითოეული ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. 

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხე, ბარაქიანი, სურნელოვანი ნობათით. 

„მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლით წელიწადის ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს“

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203