მარელისის საჯარო სკოლაში სასკოლო კლუბების პრეზენტაცია გაიმართა
05-11-2018
მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის შექმნილი სასკოლო კლუბების პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე კლუბის კურატორმა მოსწავლეებმა სკოლის დირექციასა და პედაგოგებს კლუბის სახელწოდება, სლოგანი, ლოგო და კლუბის წლიური სამუშაო გეგმა წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დაიგეგმა ბევრი ახალი აქტივობა. სკოლის დირექციამ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს და სასკოლო კლუბების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა აღუთქვა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის