მანდატურის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
05-11-2018
მანდატურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატაშვილმა მანდატურის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად გელა გელაძე დანიშნა, რომელიც მანამდე მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

მანდატურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესთან ერთად მანდატურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თბილისის სკოლების მანდატურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

გელა გელაძემ აღნიშნულ პოზიციაზე ვახტანგ მეიფარიანი შეცვალა. ვახტანგ მეიფარიანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაწერა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203