ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ცხოველთა თავშესაფარს ესტუმრნენ
02-11-2018
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მარინა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, „სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელები თავშესაფრის მობინადრეების მოვლა-პატრონობის სპეციფიკას და თავშესაფარში მომუშავე პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.
მოსწავლეებმა ძაღლის მოვლა-პატრონობის შესახებ ინფორმაცია პროფესიონალი ვეტ- ექიმებისაგან მოისმინეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის