ზოგადასგანმანათლებლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილებაა - იხილეთ მინისტრის ბრძანება
02-11-2018
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, გაიმიჯნა სამინისტროს, სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა უფლებამოსილებები.

ცვლილების მიხედვით, სამინისტროს უფლაბა-მოვალეობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს  მისი შესრულების მონიტორინგს;

ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;

გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;

დ)განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების  შესყიდვისათვის  აუცილებელ მოთხოვნებს, მათ  შორის, სახელმძღვანელოს  ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);

ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;

ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;

ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს  პოტენციური ავტორებისთვის;

თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;

ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;

კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. საავტორო უფლების მფლობელი:

ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის,  მათი  არჩევანის  გათვალისწინებით.  ამ  მიზნით  იგი  უფლებამოსილია  მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;

ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ სახელმძღვანელოზე/სერიაზე  ინფორმაციის  გავრცელებას  (პრესითა  და  ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზება.

იხილეთ ბრძანებაში შესული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203