ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
02-11-2018
ქვემო სობისის საჯარო სკოლის „ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფის“ წევრები ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სკოლის სახელზე გახსნილ კარავში საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს და საბუნებისმეტყველო საგნებში ცოდნა აიმაღლეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას და ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით მიწოდებას.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის