„ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“ - ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში საშემოდგომო გამოფენა-კონკურსები გაიმართა
02-11-2018
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში ულამაზესი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
„ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს“ - ყანჩელის მელოდიის ფონზე I-XII კლასების მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად შემოდგომა გააცოცხლეს.
ბარაქიანი მოსავლის გამოფენა, ჩურჩხელები და დაუვიწყარი ემოცია - დირექციის ორგანიზებით სხვადასხვა თემატურ ნომინაციაში კონკურსები ჩატარდა და გამარჯვებული კლასები ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს