ასპინძის საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადაეცათ
02-11-2018
ასპინძის საჯარო სკოლის სამ წარმატებულ მოსწავლეს, ვახტანგ ველიჯანაშვილს, მარიამ დევნოსაძეს და თამთა გიორგაძეს, პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის’’ ფარგლებში ლეპტოპები გადაეცათ.
სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ დაჯილდოებულ მოსწავლეებს წარმატება მიულოცა:
„ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან ცოდნის მაღალი დონით და ამიტომ შემთხვევითი არ არის ამ მოსწავლეების წარმატება, რითაც სკოლის პედაგოგიური კოლექტივის შრომა კიდევ ერთხელ დაფასდა...“.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის