აგანის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
02-11-2018
აგანის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში, დამრიგებელმა თეჰმინე კარაპეტიანმა საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
„მოსწავლეებმა „ანბანის სამყაროს“ გასაღები მოძებნეს, რომელიც ერთ-ერთ ბუშტში იყო დამალული. ღონისძიება წარიმართა საზეიმო, მხიარულ ატმოსფეროში“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას სკოლის დირექტორი სურიკ არაქელიანი და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის