ქუთაისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
02-11-2018
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით მარიამ ნასარეია, შოთიკო ნადირაძე, საბა ართქმელაძე, ნიკა იაკობაშვილი, ნინი კვერხელიძე, შალვა კოხრეიძე, თემური გერაძე, ნათია თარგამაძე, ლუკა სანიკიძე, ანრი ძაგნიძე, ანი კაცაძე და გვანცა ხვედელიძე დასაჩუქრდნენ.

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს.

წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...