
მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბოლაჯურის საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანს კომიტეტის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მოხდა ბოლაჯურის საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა, არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება.
კომიტეტის წევრებმა ერთობლივი მსჯელობის შემდეგ გაწერეს წლის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებენ.
იხილეთ ფოტოები