სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
02-11-2018
სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამთა კეკელიძე, მარიამ ფილიშვილი და ბაჩო დადუნაშვილი გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. 

ღონისძიების მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  

ღონისძიებას ალამაზებდნენ ტანმოვარჯიშე გოგონები -  თამთა ზაქარეიშვილის მონაწილეობით. ასევე გაიმართა მარათონი, რომელშიც - შოთა ნადირაძე, შოთა ვაშაკიძე, ანრი ძაგნიძე, დავით ზაქარეიშვილი და აკაკი კვიჟინაძე მონაწილეობდნენ.

გიორგი ნიკოლაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, მერის მოადგილე დავით ბახტაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი, სამტრედიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეა კარტოზია და პედაგოგები - ვიოლეტა ვეკუა, ნატელა ჯიმშელეიშვილი და უშანგი ნიკოლეიშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203