ახალდაბის საჯარო სკოლას სასწავლო წლის დაწყება გამგებელმა მიულოცა
02-11-2018
მცხეთის, ახალდაბის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელი ჟრიამულითა და დიდი წარმატების მოლოდინით დაიწყო.
ეზო სავსე იყო თეთრ პერანგში გამოწყობილი მოსწავლეებით, რომლებიც არდადეგების შემდეგ მონატრებულ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს სიხარულით ხვდებოდნენ.
ღონისძიებას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის