ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განძის მაძიებლების როლი მოირგეს
01-11-2018
ჩხარის N2 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი „განძის მაძიებლები“ ჩატარდა. 

გაკვეთილი მეოთხე კლასში დამრიგებელმა შორენა ტაბატაძემ ჩაატარა. 

მოსწავლეები ორ ჯგუფად გაიყვნენ და სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გამოვლენაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ფერად კონვერტში მოთავსებული კითხვები თავად მოსწავლეებმა შეადგინეს. 

გამარჯვებული გუნდად ის დასახელდა, რომელმაც ყველაზე მოკლე დროში უპასუხა კითხვებს სწორად. 

„თამაში საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა სკოლის ეზოში და მას დირექტორი, მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდმა გულწრფელად მიულოცა გამარჯვება. მთავარიც ეს იყო, ცოდნის გამოვლენა და ერთმანეთის სიხარულის და გამარჯვების გაზიარება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203