ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლე „ყვარლის ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა სიაში მოხვდა
01-11-2018
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში - „ეტალონი“ წარმატებით იასპარეზეს. 

VIII კლასის მოსწავლეებმა - გიორგი ტურაშვილმა და ანი იორამიშვილმა პირველი ტურის ტესტირება წარმატებით გადალახეს.

II-ეტაპზე კი გიორგი ტურაშვილი რეიტინგის მიხედვით ყვარლის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა სიაში მოხვდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ჩემპიონატში ხალისით მონაწილეობენ.
 
„ეტალონი“ არის ჩემპიონატი რომელშიც მონაწილეობა და გამარჯვება ყველა მოსწავლეს სურს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203