ყვარლის N1 საჯარო სკოლაში „ილიას კვირეული“ იმართება
01-11-2018

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში, ილიაობასთან დაკავშირებით, „ილიას კვირეული“ იმართება. 

კვირეული II  კლასის მოსწავლეებმა, მათმა ხელმძღვანელმა მარიამ იშხანიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა ანდრიაშვილმა „ილიას გორაზე“ სტუმრობით გახსნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასვლითი გაკვეთილი შემეცნებითი და გასართობი იყო.

ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს ბავშვებისთვის შედგენილი ილიას ბიოგრაფია წაუკითხა, ფოტომასალა აჩვენა და აქტივობა - „მე ილიას სამშობლოდან ვარ!“ ჩაატარა.

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ლექსები წაიკითხეს და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

კლასის დამრიგებელმა კი მოსწავლეებისთვის გასართობი აქტივობები მოაწყო. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა პიკნიკი გამართეს და კონცერტი მოაწყვეს. 

8 ნოემბერს საქართველო ილიაობას ზეიმობს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203