V-VI კლასის დამრიგებლების, ნათია თევდორაშვილისა და თინათინ ძაბახიძის ინიციატივით, მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, კარბის საჯარო სკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
მშობლები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში.
„შეჯიბრება ძალზედ საინტერესოდ წარიმართა, იყო ბევრი სიცილი, მხარდაჭერა. მშობლები თავიანთ შვილებთან ერთად ძალებს არ ზოგავდნენ, რათა მაქსიმალურად ჩართულიყვნენ. ასევე, გაჩნდა იდეა, რომ მომავალში, ასევე მშობლების ჩართულობით, გაიმართოს სხვადასხვა ტიპის არაერთი ღონისძიება“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის