ჯალაურთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
01-11-2018
ჯალაურთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ კომპიუტერებით დააჯილდოვა.
სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით ტატო ხვედელიძე და ნინო ცარციძე დასაჩუქრდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
წელს საქართველოს მასშტაბით, 2 971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის