რამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია საქართველოს მასშტაბით
დღეის მდგომარეობით, წამყვანი და უფროსი
მასწავლებლის სტატუსით 24 882 მასწავლებელი სარგებლობს და მასწავლებელთა სახლის
მიერ დაგეგმილი ცვლილებებიც პირველ რიგში სწორად ამ პედაგოგებს შეეხება. საერთო ჯამში კი პედაგოგთა რაოდენობა 66
600-ზე მეტია.
როგორც ცნობილია, უფროსი
და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი უვადო არ იქნება. სტატუსის შენარჩუნება და
კრედიტების დაგროვება მხოლოდ მენტორ მასწავლებლებს არ მოუწევთ, თუმცა, კონკრეტულად რა
სიახლეებს შესთავაზებს სტატუსთან დაკავშირებით მასწავლებელთა სახლი პედაგოგებს, 2019
წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
მანამდე კი მასწავლებელთა სახლის
მიერ პედაგოგთა სტატუსების გადანაწილების შესახებ მოწოდებული ინფორმაციას წარმოგიდგენთ:
- უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს 24 381 პედაგოგს;
- წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს 501 პედაგოგს;
- მენტორი მასწავლებლის სტატუსი აქვს 31 პედაგოგს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატი რამდენჯერმე გაიზარდა. ბოლო ცვლილება კი 2018 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, რომლის მიხდვითაც წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სრული დატვირთვისას დანამატის რაოდენობა გაეზარდათ.
წამყვანი
მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული
დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი;
მენტორის
სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის
შემთხვევაში, 1000 ლარი, ხელზე ასაღები – 800 ლარი.