ასპინძის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ლევ ტოლსტოის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობდა
01-11-2018
ასპინძის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ოლღა სლინკო-ლეკიშვილი ქალაქ მინსკში, ლევ ტოლსტოის დაბადებიდან 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონკურსში „ბროლის სამელნე“ მონაწილეობდა. კონკურსი 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩასული 9 ფინალისტი მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა სკოლაში მწერლისადმი მიძღვნილი პროექტი წარმატებით განახორციელა და კონკურსზე ფოტო და ვიდეომასალა გააგზავნა, შემდეგ კი კონკურის ყველა ეტაპი გაიარა და სიმბოლურ საუკეთესო სამეულში მოხვდა.
კონკურსის მონაწილეებმა სკვერში ხეები დარგეს და მინსკის ღირშესანიშნაობები დაათვარიელეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის