
სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე“ ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს.
ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გამართულ შეჯიბრებებში მათ პირველობა არავის დაუთმეს და რაიონში ყველა გუნდს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დიდი მონდომებით აგრძელებენ მზადებას სასკოლო ოლიმპიადის შემდეგ ტურებშიც წარმატებული მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები