გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი -„მეღვინეობა საქართველოში“ განახორციელეს
01-11-2018
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის გორის N1 საჯარო სკოლის VIა კლასის მოსწავლეებმა, „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებლის, ხატია მშვიდობაძის ხელმძღვანელობით, პროექტი -„მეღვინეობა საქართველოში “ განახორციელეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების, ღვინის მიღების ტექნოლოგიასა და მის ექსპორტზე ინფორმაცია მოიძიეს და დაამუშავეს.
მოსწავლეებმა ასევე საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს, კედლის გაზეთები გააკეთეს და თეატრალური წარმოდგენის თანხლებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის