ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს
01-11-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-3-მე-4 კლასკომპლექტის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ემა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, შემოდგომის კუთხე მოაწყვეს. სკოლის აღსაზრდელებმა ყვითელი ფოთლებით საკლასო ოთახი მორთეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საშემოდგომო კუთხე ნებისმიერი საგნის მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესებისთვის ინდივიდუალურად შეუძლიათ გამოიყენონ. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის