ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტში მონაწილეობდნენ
01-11-2018
ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტ „ARTIST“-ში მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევდნენ ვაშლის სხვადასხვა ჯიშიდან წვენის გამოსავლიანობას, მასში გლუკოზის და PH-ის დადგენას.
ასევე, მათ მოახდინეს წვენის სტერილიზაცია და პასტერიზაცია.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები ეწვივნენ ვაშლის წვენების მცირე საწარმო „სობისურს“, მონაწილეობდნენ მიმდინარე პროცესებში და ასევე ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის