
წყალტუბოს, ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „კართან მოდგა შემოდგომა“ გამართეს.
ღონისძიება სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, თათარა მოახარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
მეორეკლასელებმა ასევე შემოდგომის ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობებში სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე მონაწილეობდნენ, რამაც მოსწავლეები გაახალისა.
იხილეთ ფოტოები