ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წრე - „ჩვენ გვიყვარს ხელოვნება“ ფუნქციონირებს
01-11-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წრე - „ჩვენ გვიყვარს ხელოვნება“ ფუნქციონირებს.
დაწყებითი კლასების პედაგოგმა ზაირა ქედელიძემ I-III კლასის მოსწავლეებთან პირველი საწრეო მუშაობა უკვე ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საწრეო მუშაობამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. წრის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს სამუშაო გეგმა გააცნო და მომდევნო შეხვედრისათვის დავალებები გაანაწილა.