გალავნის საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გაიმართა
31-10-2018
გალავნის საჯარო სკოლაში სასპორტო კლუბ „თეზმის“ და გარემოს დაცვის კლუბ „მართვეს“ ორგანიზებით სპორტული ფესტივალი გაიმართა.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. „ფესტივალმა ჩაიარა საინტერესოდ და მხიარულად. მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ორგანიზება მალხაზ აზალაძემ და ციცინო რომელაშვილმა გაუწიეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს