კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს
31-10-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გეზრბენში (კროსი) ვაჟებსა და გოგონებში შეჯიბრი გაიმართა. 

შეჯიბრი „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა. 

შეჯიბრებაში კორბოულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს. 

ვაჟების გუნდმა პირველი ადგილი აიღო, ხოლო გოგონების გუნდმა კი - მეორე. 

კორბოულის N2 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203