ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
31-10-2018
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის II-IV კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ბუნებისმცოდნეობის და მუსიკის მასწავლებლებთან (შ. ბადაგაძე, ლ. ხოჯაშვილი, ე. ჩოლოგაური) ერთად ხევსურთსოფლის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
ბიბლიოთეკაში ღონისძიება „შემოდგომაა ჩემს ქვეყანაში“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს სხვადასხვა ნომერი.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
„მოსწავლეთა უმეტესობა პირველად იყო ამ ბიბლიოთეკაში, ამიტომ დიდი ინტერესით დაათვალიერეს იქაურობა, დიდი მონდომებით შეარჩიეს საკითხავი ლიტერატურა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ასეთი თბილი დახვედრისთვის.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის