
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა, მარიამ ზანდარაშვილმა უფროსი, ხოლო მაია ბურდიაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2018-2019 სასწავლო წელს სკოლას 33 უფროსი და 1 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.
„სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმატებისთვის, ასევე მოსწავლეთა მაღალი აკადემიური შედეგების მისაღწევად ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ თავის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს კარიერულ წინსვლას! ვამაყობთ მათი წარმატებებით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.