აღაიანის საჯარო სკოლაში კინო-ოთახი მოეწყო
31-10-2018

აღაიანის საჯარო სკოლის ორი მასწავლებელი, ქეთინო მიქაძე და ნანა რამიშვილი  სოფლის სკოლებისთვის საგრანტო პროექტების კონკურსში მონაწილეობდნენ, სადაც წარადგინეს პროექტი: „გაცოცხლებული სახეები - სკოლამატოგრაფია“. 

საგრანტო კონკურსს კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებდა. 

სკოლამ მიიღო დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც სკოლას გადაეცა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და მოეწყო კლასი ე.წ. კინო-ოთახი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საპროგრამო და არასაპროგრამო ჩვენების ფარგლებში უყურონ ფილმებს, მოაწყონ დისკუსია-განხილვა, მოიწვიონ მშობლები, ჩაატარონ პრეზენტაციები და ასე შემდეგ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203