აძვის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა
31-10-2018
აძვის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგების დახმარებით, თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.

მოსწავლეებმა ასევე შემოდგომის კუთხე მოაწყვეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგებმა აღსაზრდელებს გააცნეს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203