კნოლევის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ქართული მწერლობა დასაბამიდან დღემდე“ ჩატარდა
31-10-2018

კნოლევის საჯარო სკოლაში ღონისძიება თემაზე „ქართული მწერლობა დასაბამიდან დღემდე“ ჩატარდა. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქეთევან ქოქოშვილი და მაია თედეშვილი.   

მისი მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ქართული მწერლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 

„მოსწავლეები ხალისით იყვნენ ღონისძიებაში ჩაბმული, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქართულ ანბანზე, გადაიღეს სამახსოვრო სურათები. განუვითარდათ წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის, პრეზენტაციის და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203