ახალქალაქის N3 საჯარო სკოლას დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია
31-10-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლას ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია. თეატრის დასმა დამსწრე საზოგადოებას, სულხან-საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპექტაკლი - „სიბრძნე სიცრუისა“ წარუდგინა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა.
„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქართული სიტყვის, ქართული სიბრძნისა და ქართული სულის ზეიმსა და სადღესასწაულო განწყობა ჩვენთან ერთად ახალქალაქის რაიონის სოფლების ქართული სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გაიზიარეს. ეს დღე დაუვიწყარი იქნება თითოეული მათგანისთვის. მადლობა გვინდა გადავუხადოთ დმანისის თეატრს ამ ძვირფასი საჩუქრისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის