ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
31-10-2018
ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს.
დღის ბოლოს კი ძველი თბილისის ქუჩები ფეხით შემოიარეს.
„მოსწავლეები განსაკუთრებით აღაფრთოვანა და მდიდარი ინფორმაციით დატვირთა მუზეუმების დათვალიერებამ. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ძველი თბილისის ფეხით შემოვლა და დათვალიერება. ექსკურსიიდან მოსწავლეები შემოდგომის ფერებივით მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის