თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთაწმინდის პანთეონში ღონისძიება - „მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“ ჩაატარეს
31-10-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 178-ე წლისთავი აღნიშნეს.
მე-4 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ და ღონისძიება - „მადლობა შენდა, დიდო იაკობ!“ ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მამადავითი მოილოცეს.
მეორე დღეს კი მოსწავლეებმა კლასში შთაბეჭდილებების პრეზენტაცია-გამოფენა მოაწყვეს. კლასის ხელმძღვანელმა კი აქტიური მონაწილეობისათვის ყველა მოსწავლეს სამახსოვრო სიგელები გადასცა.
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წელი გავიდა. საქართველოში მეცნიერული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს