წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
31-10-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომითი უნარების განვითარების მიმართულების გაკვეთილები.
გაკვეთილები „ტანსაცმლის დამზადების საწყისების“ მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომელსაც უძღვებიან უნივერსიტეტის წარმომადგენელი ირმა ხვიჩია, სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ნარგიზა შავგულიძე, ხოლო გაკვეთილებს კოორდინირებას უწევს სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ინგა არაბიძე.
გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით მიუდგნენ კერვის სწავლებას.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო-გაცნობითი ექსკურსია ქუთაისის სამკერვალო კომპანია „იმერში“.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის სამკერვალო საამქროების, მათი დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა.
მოსწავლეები გაეცნენ შემკერი, მოსამზადებელ-საგამომჭრელო და ექსპერიმენტალური საამქროების მუშაობის პრინციპებს. მუშაობის პროცესში გაესაუბრნენ დასაქმებულ პერსონალს, მათ შორის, აღნიშნული სპეციალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს და გაეცნენ შემდგომში მათი შესაძლო დასაქმების პერსპექტივებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს