როგორ გავხდეთ მასწავლებელი?! - პროფესიაში შესვლის 4 გზა
31-10-2018

იმისთვის რომ მასწავლებლობის უფლება მოიპოვო, გარკვეული გზა უნდა გქონდეთ გავლილი. როგორც Etaloni.ge-სთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებს, მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად დღეს 4 გზა არსებობს.

რატიანის განმარტებით, მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელი კონკრეტული გზები ასე გამოიყურება:

პირველი - მასწავლებლობის სტატუსის მოპოვება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი სასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული და კომპეტენციას ადასტურებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილ გამოცდაზე. თუ ის წარმატებით გადალახავს 60-პროცენტიან ბარიერს და არ გააჩნია დიპლომით განსაზღვრული მასწავლებლობის კვალიფიკაცია, შეუძლია გამოცდის ჩაბარების შემდგომ გაიაროს მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც ერთწლიანია.

მეორე - როცა პედაგოგს აქვს მასწავლებლობის კვალიფიკაცია, ის ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას და ამის შემდგომ მას შეუძლია შევიდეს სკოლაში. ასეთი ადამიანები სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შედიან.

მესამე - წელს უკვე უნივერსიტეტებმა მიიღეს 300-კრედიტიანი პროგრამები, რაც გულისხმობს, რომ 300-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებული ხდება საგნობრივი ჯგუფის მაგისტრი, ამ შემთხვევაში დაწყებითი პროგრამების. 5 წლის შემდგომ მას ექნება დამოუკიდებელი პრაქტიკაც, ჩაშენებული პრაქტიკაც, ნასწავლი ექნება სხვადასხვა საგნები, რის შემდეგაც სკოლაში შევა, როგორც კვალიფიციური მასწავლებელი.

მეოთხე - ასევე, მაგალითად თუ პირი არის მეცნიერებათა დოქტორი, შეუძლია, რომ სკოლაში შევიდეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაიწყოს მუშაობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203