ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
30-10-2018
ოზურგეთის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, დამრიგებლის, ხათუნა დარჩიას ხელმძღვანელობით, ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზეიმო გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
„პატარებს "აი იამ" გაუღო ანბანის კარი და ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვა. პირველკლასელებო, ეს დღე იყოს დასაბამი თქვენი ლამაზი და საინტერესო ცხოვრების დაწყებისა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის