საგვაზავოს საჯარო სკოლაში „მასწავლებლის დღე“ ღირსეულად აღნიშნეს
30-10-2018
საგვაზავოს საჯარო სკოლაში „მასწავლებლის დღე“ ღირსეულად აღნიშნეს.
კერძოდ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს აღნიშნული თარიღი სპეციალური ღონისძიებით მიულოცეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ, რომელიც როგორც პედაგოგთა დაფასებას, ასევე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენას ემსახურებოდა.