ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრის მეორე შეხვედრა გაიმართა
30-10-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თემაზე „მცენარის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმებისათვის“ ჩატარდა.
წრის წევრებმა პრეზენტაციის სახით მცენარის მნიშვნელობაზე საინტერესო მასალები წარმოადგინეს.
ასევე, ბიოლოგიის წრის ხელმძღვანელმა, დონარ აბულაძემ პროექტორით გააშუქა სხვადასხვა სახის ინფორმაცია მცენარის მნიშვნელობაზე, რამაც წრის წევრების დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა შემდეგი შეხვედრისათვის დავალებები მიიღეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის